Showing posts with label ძალაუფლება. სახელმწიფო. პოსტინდუსტრიული.. Show all posts
Showing posts with label ძალაუფლება. სახელმწიფო. პოსტინდუსტრიული.. Show all posts

Monday, February 8, 2016

არაკლასიკური განაზრებები ძალაუფლებაზე




დადგა დრო რკინამ აიდგა ენა!
და ის პასუხს ითხოვს როგორ მკვლელობა,
და სასტიკია როგორც გეენა,
მისი სისწრაფის ულმობელობა.
გალაკტიონი
ძალაუფლება და კოტრაქტი

ძალაუფლების ფენომენის რთული და კომლექსური ბუნება, გარკვეული ტიპის პოლიტიკური და სოციალური სისტემების ფუნქციონირების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. მისი მეტაფიზიკური მოცემულობისა და ადამიანის ყოფნის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებლად მიჩნევა, სიცხადხესა და გარკვეულობას ვერ შეიტანს ძალაუფლების განხორციელების ემპირიულ პრაქტიკაში, მის იმანენტურ კვლავწარმოებაში. ნიკლას ლუმანის ცნობილი კომუნიკაციური თეზისი რომ ჩავანაცვლოთ ძალაუფლებით, აღმოჩნდება რომ ძალაუფლება უფრო მეტ ძალაუფლებას აწარმოებს, მას ავტოპოესისური სტრუქტურა აქვს და სპეციფიკურ ინტერსუბიექტურ ინტერაქციათა დისკურსში ვლინდება.