Showing posts with label პოსტმოდერნიზმი. Show all posts
Showing posts with label პოსტმოდერნიზმი. Show all posts

Monday, February 8, 2016

პოსტმოდერნული კულტურის ნიშნები (იდენტობის ტრანსფორმაცია)

 მოდერნულობისა და პოსტმოდერნულობის კონტექსტში კულტურულ ტრანსფორმაციებზე საუბარი ძირითადი  თეორიული კონსტუქციებისა და ბინარული ოპოზიციების  ანალიზით უნდა დავიწყოთ.  ამ გზაზე, ყოველთვის იარსებებს გამეორების საფრთხე, გაურკვეველი და ბუნდოვანი განცდა იმისა რომ, ის რაც შენი სათქმელია უკვე მრავალჯერ თქმულა და შესაბამისად  კიდევ ერთხელ რწმუნდები თხრობისა და გადმოცემის შეუძლებლობაში.   თუმცა, მაინც უნდა შევაცადოთ და მივყვეთ ფენომენოლოგიურ მეთოდს და ყველაფერი აბსოლუტური სიღარიბიდან დავიწყოთ.

არაკლასიკური განაზრებები ძალაუფლებაზე




დადგა დრო რკინამ აიდგა ენა!
და ის პასუხს ითხოვს როგორ მკვლელობა,
და სასტიკია როგორც გეენა,
მისი სისწრაფის ულმობელობა.
გალაკტიონი
ძალაუფლება და კოტრაქტი

ძალაუფლების ფენომენის რთული და კომლექსური ბუნება, გარკვეული ტიპის პოლიტიკური და სოციალური სისტემების ფუნქციონირების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. მისი მეტაფიზიკური მოცემულობისა და ადამიანის ყოფნის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებლად მიჩნევა, სიცხადხესა და გარკვეულობას ვერ შეიტანს ძალაუფლების განხორციელების ემპირიულ პრაქტიკაში, მის იმანენტურ კვლავწარმოებაში. ნიკლას ლუმანის ცნობილი კომუნიკაციური თეზისი რომ ჩავანაცვლოთ ძალაუფლებით, აღმოჩნდება რომ ძალაუფლება უფრო მეტ ძალაუფლებას აწარმოებს, მას ავტოპოესისური სტრუქტურა აქვს და სპეციფიკურ ინტერსუბიექტურ ინტერაქციათა დისკურსში ვლინდება.

Sunday, February 7, 2016

სუბიექტის და კულტურის ჰერმენევტიკა

განმანათლებლობის დიალექტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა, ადამინისა და ბუნების ურთიერთმიმართებაა. ბეკონისიეული პარადიგმა ხომ ადამინის მიერ ბუნების სრულ დამორჩილებასა და კონტროლს, მის დაქვემდებარებასა და გადა(კეთებას) კულტურის პროდუქტად ქცევას გულისხმობს. გონებამ უნდა საკუთარი ძლევამოსიელაბა გამოავლინოს და დაიმორჩილოს ადამიანური ძალისხმევისა და კონტრილის მიღმა მყოფის სამყარო, აქციოს მართვისა და ბატონობის იარაღად. მარქსისტული ნარატივიდან დაწყებული და ლაკანისეული ფსიქოანალიზით დამთავრებული, ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა სწორედ ადამიანის ყოველდღიური სასიცოცხლო სამყაროს უკეთესად მო-წყობის და გადა-წყობის კულტურული პრაქტიკებია.